რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2018 წლის
სექტემბრიდან , მე-2 კლასის მოსწავლეებისათვის ჩამოვაყალიბე მათემატიკის წრე ,,ჩვენ გვიყვარს მათემატიკა’’.
მიზნად დავისახე მოსწავლეებს დავხმარებოდი მათემატიკის ცოდნის გაღრმავებაში . მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დამატებითი სავარჯიშოების დახმარებით განემტკიცებინათ სასკოლო საპროგრამო მასალა .
სემესტრის
განმავლობაში მოსწავლეები
აკეთებდნენ
ლოგიკურ ამოცანებს ,წარმოადგენდნენ პრეზენტაციებს,რის საფუძველზეც განივითარებენ
ლოგიკურ აზროვნებას , დაკვირვებას,სამოდელოდ წარმოდგენას ,პრეზენტირებას. რაც ესოდენ საჭიროა არა მხოლოდ მათემატიკის ,
არამედ სხვა დისციპლინების შესასწავლად.
სისტემატიურად წერდნენ ტესტებს, ყოველი
თემის დამთავრებისთანავე
,რადგან თავიდანვე შეეჩვიონ ტესტურ დავალებებს და მოძებნონ შესაბამისი
სწორი პასუხი გამორიცხვის, მსჯელობის , ჩასმის და სხვა ალტერნატიული
გზების საშუალებით .
მოტივაციის ასამაღლებლად და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად ხშირად
ვაძლევდი ასევე სახალისო სიტუაციური ამოცანებს , ამოცანები - რომლებიც დაკავშირებული იყო მათ ყოველდღიურობასთან, პოულობდნენ კანონზომიერებებს და ნახულობდნენ
მათემატიკის პრაქტიკულ მნიშვნელობას . სწავლობდნენ ტესტური ამოცანების წაკითხვას და სამოდელოდ წარმოდგენას.
დამატებითი
გაკვეთილები განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი რეალური პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში,სწავლა
მათთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება,იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სწავლისადმი,უვითარდებათ
კრიტიკული აზროვნება.
ჩემს მიერ
სწავლების პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა მოსწავლეების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები:
ამოცანის ამოხსნისას ,პირობის აღქმა ,გაგება და ამოხსნა.,განსაკუთრებით
ლოგიკური ამოცანებისა.ამ ასაკში უჭირთ ლოგიკური აზროვნება.რიცხვების სახელები : ძირითადად
ორმოცდაათი,სამოცდაათი და ოთხმოცდაათი...
სწორედ
ამან განაპირობა წრის მუშაობის დაწყება, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველა მოსწავლისათვის.
გეგმა შევადგინე მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. წრის მუშაობა შედეგიანი გამოდგა, მოსწავლეებს გაუუმჯობესდათ
რისცხვების სახელების ცოდნა,ამოცანების კითხვის , მოსმენის და ამოხსნის უნარ-ჩვევები. ინტერაქტიულმა აქტივობებმა წაახალისა
მოსწავლებები და აუმაღლდათ მოტივაცია და ცდილობდნენ ნასწავლი გამოეყენებინათ რეალურ
სიტუაციებში. ეს აისახა მათ მიმდინარე ტესტების შედეგებზე. .
მიუხედავად ჩემ მიერ მოსწავლეების ცოდნის დონის შესაბამისი
რესურსების და აქტივობების გამოყენებისა, ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა აღნიშნულ აქტივობებში
აქტიურად ჩართვა. ამიტომ ვფიქრობ
მომავალში წრიული
მუშაობის დაგეგმვისას, მოსწავლეები დავაჯგუფო დონეების მიხედვით, შევქმნა
და გამოვიყენო მათი ცოდნის დონისთვის შესაბამისი რესურსები, რამდენადაც მათი
გამოყენება მეცადინეობის დროს მნიშვნელოვნად ზრდიდა მოსწავლეთა მოტივაციას.ვეცდები
შევქმნა მეტი რესურსი ,ან მოვიძიო და დავნერგო სასწავლო პროცესში.მაგალითად როგორიცაა
,,ხანის აკადემია’’. გამოვიყენო როგორც
საგაკვეთილო პროცესში ასევე მივცე საშინაო
დავალებად. ვფიქრობ ვიდოები, სავარჯიშოები და ტესტები დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა
შედეგებზე.
Комментарии
Отправить комментарий